Previous slide
Next slide

postred akademia

ყველა ადამიანში იმალება ფარული ნიჭი, რომელიც მიძინებული ვულკანივითაა. მის გასაღვიძებლად საჭიროა მხოლოდ ერთი ნაპერწკალი. შეიძლება ეს ნაპერწკალი, საკუთარ თავში, გარშემომყოფებში, ხმაში ან მუსიკაში იპოვო.

POSTRED Academy-მ მიზნად დაისახა საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებში ეს ნაპერწკალი გააღვივოს და მისცეს შესაძლებლობა დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომელიც გზას მწვერვალებისკენ გაუკვალავს.

cnobismoyvareobidan warmatebamde

xmis dizaini

gaige meti

musika filmisTvis

gaige meti

ამბობენ, ხმისა და მუსიკის ძალას ჯადოსნური ამბები შეუძლია დაატრიალოსო. ჩვენც ამის გვჯერა, ამიტომაც, გადავწყვიტეთ ვასწავლოთ ისეთი თავბრუდამხვევი პროფესიები, როგორიცაა: ხმის დიზაინი და მუსიკა ფილმისთვის.

POSTRED Academy-ში ჰოლივუდის სურნელი ტრიალებს, აქ ხმისა და მუსიკის ტექნიკებს ისეთი ადამიანებისგან ისწავლი, ვინც მრავალი წლის წინ გაიარა ეს გზა და ახლა ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობენ.

mentorebi

xSirad dasmuli kiTxvebi

 

პირველ რიგში, აუცილებელია მოტივაცია და სურვილი, რომ გახდე ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო. გარდა ამისა, დაგჭირდება ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, რათა ყველა საჭირო მასალას გულისყურით გაეცნო. ასევე, დაგჭირდება კომპიუტერული უნარები – პროგრამებს კიდევ უფრო მარტივად რომ აუღო ალღო.  

რაც შეეხება, მუსიკა ფილმისთვის – აქ აუცილებელია მუსიკალური თეორიის საფუძვლების ცოდნა (მაგ. აკორდები); სასურველია, რომელიმე DAW-ს ელემენტარული ცოდნა (Logic Pro, FL Studio, Reaper, Cubase და ა.შ.) და რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის უნარი. 

 

იცოდე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღმოგაჩენინოთ ის ნიჭი, რაც შეიძლება ხმის დიზაინისა და მუსიკის მიმართულებით გაგაჩნდეს და მოგცეთ შესაძლებლობა განვითარდე არატრადიციულ, თუმცა ძალიან საინტერესო პროფესიებში. სწორედ ამიტომ, თითოეულ კურსზე იმოქმედებს სწავლის საფასურის თანადაფინანსება.

თუ გინდა მოიპოვო თანადაფინანსება, რეგისტრაციისას გამოგვიგზავნე დაფინანსების მოთხოვნის წერილიც, სადაც აღწერ თუ რატომ უნდა აგირჩიოთ შენ.